08 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატები არჩევნებისთვის ემზადება - უბნები რამდენიმე საათში გაიხსნება

ამერიკის შეერთებული შტატები არჩევნებისთვის ემზადება, სადაც 47-ე პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია დასრულებულია.

ერთმანეთის მეტოქეები მოქმედი პრეზიდენტის გუნდის წევრი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არიან. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა 81 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა. იყო კონკრეტული ინციდენტებიც, როდესაც ცეცხლი გაუჩნდა ბიულეტენებით სავსე ყუთს, ასევე ხარვეზი ჰქონდა ხმის მიცემის აპარატსაც.

ოფიციალურად შტატებში არჩევნების დღე 5 ნოემბერია. საარჩევნო უბნები რამდენიმე საათში გაიხსნება, ვის აირჩევს ამერიკა, ცნობილი 6 ნოემბერს გახდება.

 

 

დღის ამბები