05 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
"ბრძოლა გრძელდება და თქვენ ნახავთ ეს რა იქნება, გნებავთ ქუჩაში და გნებავთ პარლამენტში" - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე ვიდეომიმართვას ავრცელებს

როგორც სოციალური ქსელებით გახდა ცნობილი, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე პოლიტიკურად აქტიურია და ის საკუთარ გვერდზე ხელისუფლების საწინააღმდეგო ვიდეომიმართვებს და ოპოზიციის მხარდამჭერ პოსტებს ხშირად აზიარებს.

"სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფმა ლაჩრებმა, ცოლები რომ ევროპაში სამუშაოდ ჰყავთ გაგდებული და მათ კმაყოფაზე ცხოვრობენ, ასეთმა ადამიანებმა მხარი დაუჭირეთ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარებას აპირებს და გგონიათ ამას მარტივად დავნებდებით? გამორიცხულია. ბრძოლა გრძელდება და თქვენ ნახავთ ეს რა იქნება, გნებავთ ქუჩაში და გნებავთ პარლამენტში", - აცხადებს ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე ელზა გურგენიძე გუშინდელი ფაქტის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

დღის ამბები