05 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
"რეალურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია" - კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციას არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ აქვს და სიცრუის კამპანიას აწარმოებენ.

კალაძის განმარტებით, თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ, სანამ პროკურატურაში მიიტანენ, ხალხსაც უნდა აჩვენონ რა მტკიცებულებებზეა საუბარი.

"რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. ცდილობენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, იმიტომ, რომ მთელი კამპანიის განმავლობაში საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ იგებდნენ, კარგი პოზიციები ჰქონდათ, გაყალბებულ კვლევებს აჩვენებდნენ, გაყალბებული ეგზიტპოლები წარუდგინეს საზოგადოებს. შემდეგ გამოვიდნენ და ყველას და ყველაფერს დააბრალეს არჩევნების წაგება. ხალხს ლანძღავდნენ, თავიანთ ამომრჩეველს, "ჯენზის" აყენებდნენ შეურაცხყოფას, თითქოს, ახალგაზრდებმა წააგებინეს არჩევნები. საკუთარი თავის გარდა, ყველას და ყველაფერს დააბრალეს. თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ, სანამ პროკურატურაში მიიტანენ, ხალხსაც აჩვენონ და წარუდგინონ, იქნებ საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დღის ამბები