07 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა

7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა. 2007 წელს ზუსტად ამ დღეს გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე აქციის დარბევა დაიწყეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე, რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით, მომიტინგეები დაარბიეს. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, აქაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა.

აქციის დარბევის და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

7 ნოემბერი 2007 წლის მოვლენების მონაწილეებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

"თანამედროვე ისტორიისთვის ერთ-ერთი სამარცხვინო დღეა, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა ყაჩაღებმა საზოგადოება სისხლში ჩაახშვეს. ვფიქრობ, ამ ლაქას ძალიან ძნელად მოიშორებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის სახე იმ ძალების, ოპოზიციის, ეს არის ქვეყნის ოპოზიცია. როგორც მაშინ, დღეს იმის შესაძლებლობა აღარ აქვთ, რომ ფიზიკურ სისასტიკეში გადაიყვანონ, ამიტომ ისე ეწინააღმდეგებიან დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს განვითარებას", - ამბობს რეჟისორი, გოგა ხაინდრავა.

დღის ამბები