07 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
"იმდენად გააჯინეს ტყუილები უცხოელებშიც, რომ შემდეგ ჩვენ გვიწევდა რაღაცების ახსნა" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს ამერიკული აუდიტორული კომპანია Pro V&V. რომელმაც, ცესკოს მოთხოვნით, ელექტრონული სისტემის დამოუკიდებელი აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, მესამე შემოწმებამ კი აჩვენა "ნული", რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ამომრჩევლის დუბლირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

ანგარიშში ასევე წერია, რომ პრობლემები არ დაფიქსირებულა და ცესკომ წარმატებით განახორციელა ის პროცედურები, რომლებიც მანამდე ჩატარებული 8 პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დონორი ორგანიზაციები, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობენ ხელს, სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი პირები.

"ეს დეზინფორმაცია ვრცელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების პირითაც. იმდენად გააჯინეს ეს ტყუილები უცხოელებშიც, რომ შემდეგ ჩვენ გვიწევდა რაღაცების ახსნა. გვიწევს ახსნა, რომ ტექნიკურად კონკრეტული რაღაც არის შეუძლებელი. 

პასუხისმგებლობა არის არა ამ ენჯეოებში, არამედ პასუხისმგებლები არიან მათი დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ამ დეზინფორმაციულ ნარატივებს საქართელოს წინააღმდეგ აფინანსებენ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები