07 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"მნიშვნელოვანია აუდიტის დასკვნა, ამიტომ ამას გავეცნობით, მაგრამ ეს დასკვნა არ აბათილებს იმას, რაც არჩევნების დღეს ვნახეთ" - ნინო დოლიძე ამერიკული კომპანიის ანგარიშზე

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამერიკული აუდიტორული კომპანია Pro V&V მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

ნინო დოლიძეს აინტერესებს, იყო თუ არა დასმული მთავარი კითხვები რაც ეხებოდა: მრავალჯერად ხმის მიცემას, სხვის ნაცვლად ხმის მიცემას და მარკირების სისტემას. 

"იმის გამო, რომ ჩვენ პროცესში არ ვიყავით ჩართული, ძალიან რთულია, თვალდახუჭული ენდო, ამიტომ მინდა გავიარო, იმ შეკითხვებს პასუხობს, თუ არა, რომელიც ჩვენ გვაქვს. მთავარია, დაისვა თუ არა ის შეკითხვები, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. 

ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნების დღეს, მრავალჯერად ხმის მიცემასთან დაკავშირებით, სხვის ნაცვლად ხმის მიცემასა და მარკირებასთან დაკავშირებით, არის საინტერესო ეს ტექნოლოგიებით იყო თუ არა მხარდაჭერილი, ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია აუდიტის დასკვნა, ამიტომ ამას გავეცნობით და ამაზეც გიპასუხებთ, მაგრამ ეს აუდიტის დასკვნა არ აბათილებს იმას, რაც ვნახეთ არჩევნების დღეს - მრავალჯერად ხმის მიცემას და ა.შ", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

დღის ამბები