14 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ბრიუსელში ასეულობით დემონსტრანტი ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსის ვიზიტს აპროტესტებდა - დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

ბრიუსელში ასეულობით დემონსტრანტი ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსის, ჟორდან ბარდელას ბელგიაში დიპლომატიური ვიზიტით ჩასვლას აპროტესტებდა.

დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, სამართალდამცავებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომიტინგეებმა კი საპოლიციო კორდონის მიმართულებით ფოიერვერკები და სასიგნალო რაკეტები ისროლეს.

დემონსტრანტების განმარტებით, პროტესტის მიზანი საფრანგეთის მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა, ჟორდან ბორდელას ანტისემიტური, სექსისტური და რასისტული პოზიციების გამო.

დღის ამბები