რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რუსეთი თავიდან ბოლომდეა საქართველოში შემოსული, ახლა ამტკიცებენ, რომ 5 ქვეყანაშია უკვე რუსეთი შესული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ასეთი პიარი რუსეთს არცერთი პოლიტიკური ძალისგან არ აქვს, როგორიც აქვს საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან.
"ასეთი პიარი რუსეთს, მგონი არც ერთი პოლიტიკური ძალისგან არ აქვს, როგორც ეს აქვს საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან. რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რუსეთი თავიდან ბოლომდეა საქართველოში შემოსული, ახლა ამტკიცებენ, რომ 5 ქვეყანაშია რუსეთი შესული. „ეს არის პიარკამპანია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია რეალურად აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ.
ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი არის შესული ყველგან და ყველაფერში, არა მარტო საქართველოში, არამედ უკვე ევროკავშირშიც შევიდა ღრმად. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სასოწარკვეთილია დღეს ოპოზიცია და აღარ იციან რას მოეჭიდონ. სწორედ ამას უკავშირდება ის თავდასხმა, რომელსაც ეს ადამიანები ახორციელებენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე.
რაც შეეხება თვითონ ქვეყნებს, ჩვენთვის საჯაროდ გახდა ინფორმაცია ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე. თუმცა, თქვენ ნახეთ, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, საგარეო საქმეთა მინისტრები, აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს უკვე ბრიფინგებზე, ინტერვიუების დროს ამ საბჭოს შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალი არის კიდევ უფრო ფართო. იმ ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც წავიდნენ სანქციების წინააღმდეგ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.