20 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი - მმართველი გუნდი პოლიტიკურ ზეწოლას კვლავ გამორიცხავს

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ერთ-ერთი მხარე მაინც უკმაყოფილო იქნება - აცხადებენ მმართველ გუნდში და იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.

უმრავლესობის წევრთა თქმით, ისინი დაინტერესებული არიან პროცესები წარიმართოს გამჭვირვალედ, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე და მხარეებს მიეცეთ საშუალება პროცესზე საკუთარი პოზიციები გამოხატონ თავისუფლად და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.

მმართველ გუნდში კვლავ გამორიცხავენ პოლიტიკურ ზეწოლას და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ სასამართლო და მედია თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან.

ქართული ოცნების წევრი ანი მიროტაძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ყველა მტკიცებულების გამოთხოვას აპირებს. მიროტაძის თქმით, მედიის დამოუკიდებლობა უნდა იყოს დაცული ქვეყანაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები