სრულიად უსაფუძვლოს უწოდებენ ქართულ ოცნებაში ნიკა გვარამიას განცხადებას. უმრავლესობაში ამბობენ, რომ არანაირი სპეც დანიშნულების რაზმების მობილიზება არ ხდება და რუსთავი 2-ს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება.
"არანაირი სპეცნაზის მობილიზება არ ხდება," - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.
ისინი დარწმუნებული არიან, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვა ინსტანციებს მიმართონ.
ეკა ბესელიას განმარტებით, მოსამართელს აქვს მთავარი ვალდებულება - მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტიელბა და უმრავლესობის დეპუტატი ფიქრობს, რომ ურთმელიძე ასეც მოიქცევა. მისივე თქმით, საქალაქო სასმართლო არ არის საბოლოო ინსტანცია.
"მე მიყვარს რუსთავი 2 და მინდა კრიტიკული აზრი ისმოდეს ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს ანი მიროტაძე.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ მოსამართლე დღეს ან ხვალ ხალვაშის სასარგებლოდ განაჩენს გამოიტანს და მის დაუყოვნებლივ აღსრულებასაც მოითხოვს. გვარამია სპეც დანიშნულების რაზმის რუსთავი 2-ის ოფისში შემოსვლის საშიშროებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ რაზმი უკვე ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი.