18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ზურაბ ხუციშვილი-ალიბაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე და ოჯახის შეკითხვები გამოძიებასთან

ზურაბ ხუციშვილი-ალიბაშვილის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გვამზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ზურაბ ხუციშვილის სიკვდილის უშუალო მიზეზი ასფიქსია იყო, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

პოლიციაში ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ავტომობილი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიტოვებული იპოვეს, მძღოლის გაუჩინარების თაობაზე კი არაფერი იცოდნენ.

სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ოჯახი ამ ვერსიას თავიდანვე კატეგორიულად გამორიცხავდა.

დამნაშავეების გამოვლენისა და მათი დასჯის მოთხოვნით გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა, რამდენიმე საპროტესტო აქცია უკვე გამართეს. ისინი გაჩერებას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე ამ ბურუსით მოცულ მკვლელობასა თუ თვითმკვლელობას ფარდა არ აეხდება.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები