საქართველოს ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ფიქრობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აზერბაიჯანელი მუხთარლის შესაძლო გატაცების ფაქტს ეხება, ძირითადი აქცენტები აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არის დასმული.
„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას. ე.ი. სად იყო ეს ადამიანი, სად აღმოჩნდა და როგორ აღმოჩნდა, ეს არის გამოძიების ძირითადი ამოცანა. ჩართული არიან ამერიკელი და ევროპელი მეგობრებიც ჩვენები და სახელმწიფო დეპარტამენტის ძირითადი აქცენტი, მოუწოდებს აზერბაიჯანს, ასე ვთქვათ, რომ გაათავისუფლონ დაკავებულები და მეორე კომპონენტია, ის რომ, დროულად იქნეს გამოძიება ჩატარებული,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონი ფაქტს გატაცებად აფასებს და საქართველოს სრულფასოვანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.