18 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
პროტესტი პარლამენტში - ჟურნალისტები სხდომაზე ტომარაჩამოცმულები შევიდნენ

ამ წუთებში პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ჟურნალისტები ესწრებიან, რომლებმაც აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოდან შესაძლო გატაცების ფაქტი გააპროტესტეს.

ჟურნალისტებმა კომიტეტის სხდომაზე თავზე ტომრები ჩამოიცვეს და აფგან მუხთარლის ფოტოები გამოფინეს. ისინი პროტესტის მდუმარე ფორმას მიმართავენ.

ჟურნალისტების განცხადებით, პროტესტის მიზეზი პარლამენტის მმართველი გუნდის ლიდერების მიერ მათი მოთხოვნების იგნორირება გახდა.

მედიის წარმომადგენლები აფგან მუხთარლის საქმის გაჭიანურებაზე საუბრობენ.

„ჩვენი აღშფოთება გამოიწვია მათმა დამოკიდებულებამ. საერთოდ იგნორირებას უკეთებენ პარლამენტის თავმჯდომარეც და ქალბატონი სოფიო კილაძეც და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ფაქტი არის იმდენად მძიმე, რომ არ შეიძლება, რომ ეს არ შეიმჩნიო. იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ფაქტის შემდეგ ნებისმიერი ჟურნალისტის და არა მარტო ჟურნალისტის უსაფრთხოება დაცული არ არის,“-განაცხადა  ნანა ბიგანიშვილმა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის სწრაფ და დროულ გამოძიებას ითხოვს ოპოზიციაც. საპარლამენტო უმცირესობას აინტერესებს ვადები, თუ რა პერიოდში მოხდება საქმის ძიების დასრულება.

მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ პოლიტიკოსებმა სამართალდამცავებს საქმის გამოძიება უნდა აცადონ.

დღის ამბები