18 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - 5 მედიასაშუალების წარმომადგენელი აშშ-ის ელჩს შეხვდა

5 მედიასაშუალების წარმომადგენლები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის ელჩს, იან კელის, შეხვდნენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, ის დახურული იყო და აშშ-ს საელჩოს შენობაში გაიმართა.

„ჩვენი ერთი კვირაა ხელისუფლებასთან შეხვედრას ვითხოვთ. ვითხოვთ პასუხებს კითხვებზე, როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან ბაქოს ციხეში, ასევე რატომ არ ამოიღეს ამ დრომდე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც ან გაფანტავდა, ან დაადასტურებდა ჩვენს ეჭვებს. შესაბამისადაც, ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ,“- განაცხადა სააგენტო On.ge-ის ხელმძღვანელმა, თამაზ კუპრეიშვილმა.

ქართველმა ჟურნალისტებმა მუხთარლის საქმის ირგვლივ არსებულ საეჭვო ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

"ვითხოვდით შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან, შს მინისტრთან და ყრუ კედელი,"- განაცხადა ლიბერალის ჟურნალისტმა, ლიკა ზაკაშვილმა. 

 

დღის ამბები