დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს იურისტს უჩივიან. მამალაძის უფლებადამცველები სარჩელით ხვალ სასამართლოს მიმართავენ და ითხოვენ, რომ ედიშერ ქარჩავამ ბოდიში მოიხადოს იმ განცხადებების გამო, რომელიც დაკავებული სასულიერო პირის მისამართით გააკეთა. საქმე ეხება 50 მილიონის გაფლანგვას. ამის შესახებ ქარჩავამ გადაცემა არჩევანში გასულ კვირას ისაუბრა. სარჩელს, რომელსაც ხვალ ადვოკატები შეიტანენ, შესაძლოა ქარჩავას გარკვეული მატერიალური ზარალის ანაზღაურება დაეკისროს.
„ჩემი წერილით მოვითხოვე ოფიციალურად საპატრიარქოდან, იმ დოკუმენტაციის მიღება, რომლის საფუძველზეც ეს ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა ბატონმა ედიშერმა. მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე არ მიმიღია. ამის თაობაზე შუამდგომლობაში მივუთითეთ, რომ სასამართლომ უნდა გამოითხოვოს, თუ რას ეფუძნებოდა ეს ცილისწამება და რა დოკუმენტაცია ჰქონდათ მათ ხელთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს ყველაფერი იყოს უარყოფილი ბატონი ედიშერის მხრიდან და გარკვეული მატერიალური ზარალის ანაზღაურება უნდა მოხდეს მისი მხრიდან,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.