18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრები შესაძლოა, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ

თბილისის პროკურატურამ ჯგუფ ბირჟა მაფიას რეპერების, გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის, დაკავების საქმის გამოძიება დაიწყო. ეს შესაძლოა, დაკავებული მუსიკოსებითვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველიც გახდეს და მუსიკოსები წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

ბრალდებულებმა დღეს გლდანის მე-8 დაწესებულებაში პროკურორებს მათი დაკავების დროს მომხდარი ფაქტები დეტალურად გააცნეს და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი პოლიციამ უკანონოდ დააკავა და აღიარებით ჩვენებაზეც ხელი ძალდატანებით მოაწერინა.

ბირჟა მაფიის წევების მხადასაჭერად, გუშინ პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია გაიმართა. აქციის შემდეგ საგანგებო მიმართვა გაავრცელა ვიცეპრემიერმა, კახი კალაძემ.

ის პოლიციის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბორობს. ახლაგზარდა ხელოვანების საქმის კონტექსტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას აანონსებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები