18 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
მედიის თავისუფლება და მედია მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია - ლინას ლინკევიაჩუსი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსთავი 2-თან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. ლინას ლინკევიაჩუსის თქმით, მნიშვნელოვანია დემოკრატიულ ქვეყანაში მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება არსებობდეს.  

მისი თქმით, რუსთავი 2-თან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოხატავს, ლიტვის მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლებისადმი.

„პოზიცია ყველამ უნდა გაიგოს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მედიის თავისუფლება და მედია მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით, მედიის თავისუფლება არის არა მხოლოდ დემოკრატიის ნაწილი, არამედ საზოგადოების სიჯანსაღის მახასიათებელი. თუ კი ოპოზიციის ხმა არ ისმის, შეიძლება, ეს მთავრობისთვის კომფორტული იყოს, მაგრამ მას სანდოობა არ ექნება საზოგადოების თვალში. ეს ხომ დემოკრატიული ცხოვრების ნაწილია და თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს თქვენ გესაუბრებით, ეს აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას სიტყვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის მიმართ,“ - განაცხადა ლინას ლინკევიაჩუსმა. 

დღის ამბები