18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
რაც ნაკლები იქნება ხმაური ამ თემაზე, მით უკეთესია - დავით თევზაძე დატყვევებული სოსო ოსორაულის საქმეზე საუბრობს

კონგოში დატყევვებული ქართველი მფირნავის, სოსო ოსორაულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინსიტროში  თავდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრა იმართება. თავად ექსპერტები ამ საკითხზე საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

საგარეო უწყებაში შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ექსპერტებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე იმყოფებოდა.

მფრინავის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების თაობაზე დავით თევზაძე, ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში ამ საკითხზე ყველა ზომას მიმართავენ და მისი აზრით, სოსო ოსორაულის დატყვევების თემაზე ხმაურის შექმნა მიზანშეწონილი არ არის.

„გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას და თუ რამე არ მომეწონება ამ განცხადებაში, მერე გეტყვით. რაც ნაკლები იქნება ხმაური ამ თემაზე, მით უკეთესია,“ - განაცხადა დავით თევზაძემ.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო ოსორაული შესაძლო დაღუპვის თაობაზე ინფორმაცია გაეროს წერილზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა ეს ცნობა დადასტურებული არ არის და მუშაობა ამ კუთხით გრძელდება.

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ყველა უნდა დაელოდოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას. 

დღევანდელ შეხვედრას სოსო ოსორაულის ძმაც ესწრებოდა. ქართველი მფრინავის ოჯახის ახლობლების მთავარი მოთხოვნა სოსო ოსორაული ადგილსამყოფელისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფრომაციის მიღებაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები