აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით გამოძიების ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას საქართველოში გაეროს ელჩი.
ნილს სკოტის თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტების თავისუფლება უმნიშვნელოვანესია.
„ეს საქმე სამართლიანად უნდა იყოს გამოძიებული. უნდა მივიღოთ ახსნა თუ როგორ მოხვდა ჟურნალისტი საზღვრის მეორე მხარეს. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიების გამჭვირვალობაა. ყველა საქმე, რომელიც მედიისა და სიტყვის თავისუფლებას ეხება, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება და გამოძიება ევროპული დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს,“ - განაცხადა ნილ სკოტმა.
ეს განცხადება სკოტმა გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც პოლიტიკაში ქალების თემას უკავშირდება.