საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაზე საუბრობს სამოქალაქო სექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ვენეციის კომისიის პირველადი შენიშვნები, მათ შორის, გადაუნაწილებელი მანდატები, ბლოკების გაუქმება და მაღალი ბარიერი, ზუსტად ემთხვევა მათ მოსაზრებებს.
სამოქალაქო სექტორი საკითხის საპარლამენტო მოსმენებში აქტიურ ჩართვას გეგმავს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო სისტემა პირველი, ეფუძნებოდეს კონსენსუსს იმ სუბიექტებს შორის, რომლებიც საარჩევნო პროცესებში არიან ჩართული და მეორე, უმთავრესი არის ის, რომ მოხდეს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული გადანაწილება. რაც ამჯერად არ იყო ასახული იმ ცვლილებაში, რომელიც მმართველმა პარტიამ შეიმუშავა და ჩადო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციის პროექტში,“ - განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა ლელა ტალიურმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.