მოქანდაკე ზურაბ წერეთელს გატაცებული ბიზნესმენის, გივი ჯიბლაძის განცხადებაზე, რომ გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის მშენებელს 3-ის წარმომადგენლებთან და სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, კომენტარი არ გაუკეთებია.
კომპანია მშენებელ 3-ის 100%-იანი წილის მფლობელი არის ზურა წერეთლის შვილიშვილი, ვასილ წერეთელი, ხოლო დირექტორი - მანანა კირჩხელი და ლევან ჩქარეული.
მანანა კირჩხელმა გატაცებული ბიზნესმენის საქმეზე კურიერთან საუბარი არ ისურვა.
ზურაბ წერეთლის წარმომადგენლის, სერგო შავგულიშვილის თქმით კი, წერეთელს საერთოდ არ აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია. წერეთლის წარმომადგენელმა უარყო გივი ჯიბლაძის მიერ გავრცელებული ინფრომაცია, რომ დავა კომპანიის წარმომადგენელსა და ბიზნესმენს შორის იყო სწორედ ზურა წერეთლის კუთვნილ მიწაზე, რომელიც ბაკურიანში მდებარეობს.
"არავითარი სამშენებლო კომპანია და არავითარი პრობლემები არ ჰქონია ბატონ ზურაბს,"- განაცხადა შავგულიშვილმა.