18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
თათრიშვილის საქმე - სასამართლო პროცესი ადვოკატებსა და პროკურორს შორის ინციდენტით დაიწყო 

ადვოკატებსა და პროკურორს შორის ინციდენტით დაიწყო მიხეილ თათრიშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი. დაკავებულის ინტერესების დამცველების თქმით, საგამოძიებო უწყებამ ბრალდების მოწმეები გადამალა და დაცვის მხარეს მათთან გასაუბრების საშუალება არ მისცა.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეა და დღეს სულ 4 მოწმე დაიკითხება. წინასწარი ინფორმაციით, პროცესზე იმ სასადილოს თანამშრომლებს დაკითხავენ, სადაც თათრიშვილი დააკავეს. პროკურატურას არც ინციდენტზე და არც მიმდინარე სხდომაზე განმარტება არ გაუკეთებია.

„პროკურორმა აიყვანა ისინი, გადამალა იქით. ახლა ოთახში ყავს გადამალული და მე მაშინებს, მეუბნება, თქვენ პროკურორზე ზემოქმედებას ახდენთო. თვითონ პროკურორი იქცევა არაადამიანურად, მის უფლებას აჭარბებს,“ - აცხადებს მიხეილ თათრიშვილის მამა, ლადო თათრიშვილმა.

ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ იმ შემთხევაში, თუკი თათრიშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ დადგა, საქმე ადამიანების უფლებათა ევროპულ სასამართლში გაასაჩივრებენ.

დღის ამბები