18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია, ვერეს ხეობაში თავის მოვალეობას არ, ან ვერ ასრულებს - 1 მილიონი გადარიცხულია, ესტაკადა კი არ შენდება

13 ივნისის თბილისის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2015 წელს ამ დროს ადიდებული მდინარე ვერე და მეწყერი თბილისისთვის დაუძლეველ სტიქიურ უბედურებად იქცა - 23 დაღუპული და 2 უგზო-უკვლოდ დაკარგული, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები, ასობით მილიონი ლარის ზარალი. განადგურებული ინფრასტრუქტურა და ზოოპარკი, დახოცილი ცხოველები.

მდინარე ვერეს ხეობაში ესტაკადა უნდა აშენებულიყო, თუმცა, სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. კომპანია ზიმო, რომელსაც ეს ესტაკადა უნდა აეშენებინა და პარალელურად, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ხეები გადააქვს, საკუთარ მოვალეობას არ ასრულებს. კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ თბილისის მერიამ ფირმა ზიმოს ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ახალი ესტაკადის ასაშენებლად ერთი მილიონი ლარი, ერთ წლის წინ გადაურიცხა, თუმცა, ადგილზე ახლაც მხოლოდ აბრაა.

ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი კი საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილია. ტერიტორია, სადაც გზამ უნდა გაიაროს, მას ეკუთვნის და თბილისის მერიას არ აძლევს.

თუმცა, მერიაში ამ ვერსიას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ესტაკადის მშენებლობამ 2019 წლამდე ადგილზე არსებული ხეების გამო გადაიწია.

ოპოზიცია მერიას კიდევ 1 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები