18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
2 წელი ვერეში მომხდარი სტიქიის შემდეგ - სტიქიის ზონაში 10-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახია დარჩენილი

ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ 10-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი კვლავ ცხოვრობს. ისინი ხელისუფლებამ დაზარალებულად არ აღიარა, მათ შორისა ირმა ბუთხუზი მცირეწლოვან შვილებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ეზო და სახლს დარჩენილი ნაწილი წვიმისგან დღემდე იტბორება, სოციალურად დაუცველ ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.

ოჯახს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ გაცემული რამდენიმე დასკვნა აქვს, რითიც დგინდება, რომ შენობა საცხოვრებლად ვარგისი არ არის.

წყნეთის ხევში დაზარალებულის სტატუსის არ მქონე კიდევ 10-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლების ნაწილი დაზიანებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმის დროს მათი ეზოები წყლით იფარება.

ამ დრომდე ქირით ცხოვრობენ ის ოჯახები, რომლებიც 2015 წლის სტიქიის შემდეგ წყნეთის ხევიდან გაასახლეს. აზა ჯავოევამ დღემდე არ იცის, მისცემენ თუ არა მის ოჯახს კომპენსაციას, რადგან სახლი, სადაც მშობლებთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა, რეესტრში დარეგისტრირებული არ იყო.

დღის ამბები