ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრი გიორგი ქებურია ადასტურებს, რომ კლიპის შინაარსის გამო პოლიციელებს გაღიზიანების შესახებ ინფორმაცია მეგობრებს მიაწოდა, მათ შორის, რეპერ "მასტერს", რომელიც დღეს პროკურატურამ გიორგი ქებურიასთან მიმოწერასთან დაკავშირებით დაკითხა.
რეპერი გიორგი ქებურია აცხადებს, რომ ის ჯერ ისევ ბრალდებულია და ამიტომ მისი უდანაშაულობა უნდა დამტკიცდეს.
„მე ჯერ ისევ ვარ ბრალდებული, ეს სტატუსი არ მომხსნია. პირველ რიგში, ჩვენი უდანაშაულობა ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს, ხოლო შემდეგში გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე იმ პირებთან დაკავშირებით, ვინც თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. ჩვენ კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ გვქონია, იმ პირებმა, ვინც ამ საქმის შეკერვა მოახდინეს, პასუხი უნდა აგონ. ფიზიკურად ნარკოტიკული საშუალება ჩემს ჯიბეში არავის არ ჩაუდია, ჩემგან განსხვავებით, მგალობლიშვილს უშუალოდ ჯიბეში ჩაუდეს,“- განაცხადა რეპერმა, გიორგი ქებურიამ.
ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრების მეგობარმა, "მასტერმა" დღეს სამართალდამცავებს მასსა და ჯგუფის წევრს, გიორგი ქებურიას შორის შემდგარ მიმოწერაზე მიაწოდა ინფორმაცია, სადაც საუბარია, რომ რეპერების კლიპმა შსს-ს გაღიზიანება გამოიწვია.