საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, თორნიკე შარაშენიძე მიუღებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო მონარქიის დამყარების საკითხი არჩევნებში ხმათა 48%-ის მიმღებმა ერთმა ჯგუფმა მიიღოს. მისი აზრით, მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელია.
ის არ გამორიცხავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით უმრავლესობამ პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება გაამართლოს.
„შეიძლება ეს არის მცდელობა, რომ მონარქის დასმით რაღაცნაირად, მოხდეს კომპენსირება პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების, არაა გამორიცხული, მაგრამ ნუთუ შეიძლება მათ მსგავსი რაღაც გადაწყვიტონ რეფერენდუმის გარეშე? რა თქმა უნდა, არ შეიძლება. იმიტომ, რომ ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ეს არ შეიძლება გადაწყდეს რაღაც ჯგუფის მიერ, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში 48%-მა,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი მმართველ გუნდს ხუმრობით რომელიმე ევროპული დინასტიის ჩამოყვანას სთავაზობს.
„მე ვთავაზობ, რომ ჩამოიყვანონ რომელიმე ევროპული დინასტია. ეს იქნებ დაგვეხმაროს შემდეგ ევროკავშირში გაერთიანებაში,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.