18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
უმრავლესობა რიგგარეშე სხდომის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღებს

პარლამენტში ბიუროს სხდომა დღეს 20:00 საათზე არის დანიშნული. უმრავლესობის დეპუტატები კონსტიტუციის პროექტის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას გეგმავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე დღეს უკვე უარი უთხრა.

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის უარის შემთხვევაში, პარლამენტს თავად აქვს უფლება, მიიღოს სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება და უმრავლესობაც ამ უფლებას გამოიყენებს.

„პრეზიდენტის თანხმობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩატარდეს სხდომა რიგგარეშე. ამას ითვალისწინებს რეგლამენტი, შესაბამისად, ჩვენ ჩავატარებთ სხდომას ხვალ,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

შეკითხვაზე, გასულია თუ არა პრეზიდენტის უარის შემდგომ 48 საათი ბიუროს სხდომის დანიშვნამდე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გასულია.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა გაბუნია, აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განიხილონ, ხვალ, 12 საათზე დაინიშნება.

„არაფერი არ იცვლება ამ თვალსაზრისით. პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლება, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ. სამწუხაროა, რომ ეს პოლიტიკური შეფერილობა ახლავს ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით მან იერიში მიიტანა არა უმრავლესობის ნებაზე, რომ დავიწყოთ განხილვა, არამედ კონსტიტუციაზე,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დღის ამბები