ოზურგეთში მცხოვრები პედაგოგი გამგებლის წინააღმდეგ - სოფელ ბახვის მკვიდრი, ავთანდილ გოგნაძე, ამბობს, რომ ის სოფლის გამგებელმა, გოჩა შარაშენიძემ, სცემა.
პედაგოგი ყვება, რომ ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მან საცხოვრებელი სახლის ეზოს გასწვრივ სანიაღვრე არხის მშენებლობა გააპროტესტა.
„ფიზიკურად შემეხო, მცემა სოფლის რწმუნებულმა,“ - განაცხადა ავთანდილ გოგნაძემ.
სოფლის გამგებელი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ავთანდილ გოგნაძემ მშენებლობის გაჭიანურების მიზნით, კონფლიქტი თავად წამოიწყო.
ოზურგეთის გამგებლის წარმომადგენელი ბახვის თემში გოჩა შარაშენიძე ამბობს, რომ პედაგოგმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღძრა, რაც ცემას და ძალადობას გულისხმობს.