18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა.

მაშველების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოში კიდევ 70 დაშავებული გადაიყვანეს. ამ დროისთვის კლინიკებში 130-ზე მეტ ადამიანს მკურნალობენ, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ტყის ხანძარს ლეირიასა და კასტელო ბრანკოს რეგიონებში უკვე მეოთხე დღეა, ვერ აქრობენ. სტიქიის ზონაში 2000-კაციანი სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

მეხანძრეების განცხადებით, ძლიერი სიცხისა და ქარის გამო რეგიონში ხანძრის ახალი კერები ჩნდება.

პოლიციის ვერსიით, ტყის ხანძარი ლისაბონიდან 200 კილომეტრში მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.

სტიქიის ამსახველი ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები