18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
"საქმე უნდა გამოიძიოს პროკურატურამ" - უჩა ნანუაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე

აფგან მუხთარლის გატაცების საქმე, სახალხო დამცველის აზრით, არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს და აუცილებელია საქმე დამოუკიდებელმა უწყებამ შეისწავლოს.

„კითხვის ნიშნები არის ძალიან ბევრი, თუნდაც ის, რომ დღემდე ისევ შსს აგრძელებს გამოძიებას. ეს ვფიქრობ, არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა ამ საქმესთან დაკავშირებით. ვაყენებთ საკითხს ამგვარად, რომ ეს საქმე უნდა გამოიძიოს სხვა სტრუქტურამ, ამ შემთხვევაში პროკურატურამ, რადგან, იყო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ შსს-ს თანამშრომლები იყვნენ ჩართული ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია უფრო მეტად დამოუკიდებელმა სტრუქტურამ ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

დღის ამბები