18 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
შეზღუდვები თევზჭერაში - ფოთში მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ფოთში მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პალიასტომის ტბაზე არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ უკვე წლებია თევზჭერა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და შეზღუდვები მათ შემოსავლების გარეშე ტოვებს.

პალიასტომის ტბა კოლხეთის დაცული ტერიტორიის ნაწილია და იქ თევზჭერას კანონი არეგულირებს. მეთევზეები კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას მოითხოვენ. მათ დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. მეთევზეები საკითხის უმოკლეს ვადაში მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

დღის ამბები