ბათუმში არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკვია საპატიმროში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი განმარტებით, პატიმარი კვლავაც განაგრძობს შიმშილობას.
ბრალდებული მეექვსე დღეა შიმშილობს, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფდა.
ჩხვირკვია სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაკავებული რამდენიმე დღეა ერთკაციან საკანშია გადაყვანილი, სადაც, მისივე მოთხოვნით, 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობაა დაწესებული.