18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
სასჯელაღსრულების სამინისტროს ძალადობაში კიდევ ერთი სამხედრო ადანაშაულებს

ძალადობის ახალი ფაქტები გეგუთის სამხედრო ნაწილში. „კურიერის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელშიც სასჯელაღსრულების სამინისტროს ბაზაზე, გეგუთში წვევამდელ ზურაბ კობალაძის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე იყო საუბარი, „კურიერს“ კიდევ ერთი სამხედრო დაუკავშირდა. თედო ლემონჯავა ღიად და დაუფარავად ლაპარაკობს იმ ფაქტებზე, რომლებიც მისი განმარტებით, გეგუთის საწვრთნელ ბაზაზე ყოველდღე ხდება.

ზურაბ კობალაძის ოჯახი პირველი აღმოჩნდა, რომელიც პრობლემაზე ხმამაღლა ალაპარაკდა და სასჯელაღსრულების სამინისტროს 21 ივნისს უჩივლა, წვევამდელის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეო კი მტკიცებულებად წარადგინა, თუმცა გამოძიება პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ ფაქტებით ჟურნალისტები დაინტერესდნენ. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრომ შიდა მოკვლევა დაიწყო.

ავტორი: თეა ვარშალომიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები