18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს სასამართლოში იბარებენ - ე.წ. პიჯაკების საქმე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს სასამართლოში იბარებენ. ამის მიზეზი ანზორ ჩუბინიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტია, რომელსაც გამოძიება ამ დრომდე მალავდა.

დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ ჯანაშიას და ექსპრეზიდენტის პიჯაკების საქმეში დღეს ახალი გარემოებები გამოჩნდა.

სკანდალური დოკუმენტები დღევანდელ სასამართლო პროცესზე პიჯაკების საქმეში დაცვის მხარემ წარადგინა.

სისხლის სამართლის საქმე სახელწოდებით - "ჯანაშია-სააკაშვილი" 5 პიჯაკის და 1 ქაშმირის პალტოს სკანდალით არის ცნობილი, გამოძიება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა საქმის მასალებში მტკიცებულების სახით პროკურატურას ჩუბინიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

ჩუბინიძეს მოუწევს, პასუხი გასცეს შეკითხვას, კანონიერი იყო თუ არა პრეზიდენტის ფონდიდან თანხების ხარჯვა მაშინ, როცა ანალოგიური ქმედებისთვის თემურ ჯანაშიას ბრალი აქვს წაყენებული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების 2 მოწმე დაიკითხა. ორივე მათგანმა დეტალურად ისაუბრა იმ ხარჯებზე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის პირადი თუ სახელმწიფო დონის შეხვედრებზე მათ კვებასა თუ მომსახურებაზე დაიხარჯა.

საქმის მომდევნო სხდომა 7 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები