18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
დემირელის კოლეჯის დაკავებული მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსს ელოდება

დემირელის კოლეჯის დაკავებული მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, ლტოლვილის სტატუსს ელოდება. პროცედურა უკვე დაწყებულია, გასაუბრებაზე ჩაბუქთან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი დღეს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. სტატუსის მიღების შემთხვევაში, მისი სხვა ქვეყანაში ექსტრადირება ვეღარ მოხდება.

პოლიტიკური მრწამსი, რელიგია, რასა, ეროვნება, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილება - თუ ჟენევის კონვენციის ამ 5 კრიტერიუმით დემირელის კოლეჯის მენეჯერს საკუთარ ქვეყანაში, თურქეთში, საფრთხე დაემუქრა, მაშინ მას ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოს. სტატუსის მინიჭების საკითხს კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გადაწყვეტს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მას შემდეგ ჩაერთო საექსტრადიციო პროცედურაში, რაც მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა. უწყებამ უახლოეს დღეებში მისი მეუღლეც უნდა გამოკითხოს. დაცვის მხარის შეფასებით ბრალდება, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, რასაც მას თურქეთი ედავება, აბსურდულია.

იმ შემთხვევაში თუ ჩაბუკს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრეს, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ყველა შესაბამის ინსტანციაში გაასაჩივრებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს.  

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები