კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის პროცესით იმედგაცრუებულია სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილი ცვლილებათა ფართო კონსესუსის გარეშე, დაჩქარებულ რეჟიმში მიღებას გაუმართლებლად მიიჩნევს.
ომბუდსმენის თქმით, პროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, არსებული ხარვეზები კი, რომელზეც ვენეციის კომისიასთან ერთად ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორიც მიუთითებს, უნდა გამოსწორდეს.
“სახალხო დამცველიც ასევე იყო იმედგაცრუებული ამ პროცესით. ჩვენ არა ერთხელ გავაკეთეთ განცხადება, გვინდოდა, რომ ეს პროცესი არ ყოფილიყო ფორსირებულ რეჟიმში წარმართული. ფართო კონსენსუსის მიღწევა, რეალურად ვერ მოხერხდა და მე ვფიქრობ, ეს არის პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა, თუნდაც კომისიის შემადგენლობაში მოხდეს გარკვეული ცვლილებები და კომისიამ განაახლოს მუშაობა, რომ ის გამოწვევები, რომელიც თუნდაც ვენეციის კომისიის გადმოსახედიდან არსებობს და სხვა მთელი რიგი საკითხები იყოს დეტალურად კიდევ ერთხელ გავლილი და შესწავლილი,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.