18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
დღეიდან მართვის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდა

დღეიდან მართვის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდა. მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში ჩამოაკლდება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთის მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. 

დარღვევაზე ყველაზე მაღალი ქულა 40-ია, რომელიც იმ შემთხვევაში აკლდება, თუკი მოხდება სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის. ყველაზე დაბალი კი 5 ქულაა, რომელიც სხვადასხვა დარღვევისთვის აკლდება, მათ შორის, ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში. მართვისას მობილურზე საუბარი კი 15 ქულით ჯარიმდება.

მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ერთწლიანია და განულების შემთხვევაში პირს 1 წლით ჩამოერთმევა ამრთვის უფლება. თუმცა, მას შეუძლია, მეორე დღესვე ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდა და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მას ისევ 100-ქულიანი მოწმობა მიეცემა.   

დღის ამბები