18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
გაზზე მომუშავე მანქანების ტექდათვალიერების არქონა 100-ქულიან საჯარიმო სისტემაზე არ მოქმედებს - შსს-ს განცხადება

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების დაჯარიმებასთან დაკვშირებით შსს განცხადებას აკეთებს. უწყების განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით შემოწმება გამკაცრდება და შედეგად, ქულების შემცირება გავრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

შსს-ს ინფორმაციით, ვიდრე არ ამოქმედდება ტექდათვალიერების სისტემა და არ დადგინდება სტანდარტები, გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ქულების შემცირება არ შეეხებათ.

თუმცა, აქვე განცხადებაში ნათქვამია, რომ გამონაკლისია იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომელთა ავტომობილები ექვემდებარებიან სავალდებულო ტექდათვალიერებას. უწყების იფნორმაციით, მათ შემოწმება და ქულათა შემცირება შეეხებათ.

შეგახსენებთ, საუბარია ავტომობილებზე, რომლებიც 20 წელზე მეტი ხნისაა და ტექნიკური დათვალიერება არ ჩატარებიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები