18 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
გლდანში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება

გლდანში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება. გამგეობის ინფორმაციით, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ნაგებობების დემონტაჟი მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე ხდება. დაგეგმილია სკვერისა და პარკირების ადგილების მოწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერის მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი, დიმიტრი ორმოცაძე, გაეცნენ.

მერის მოადგილე და რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. 

დღის ამბები