18 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"იტყუები", "ნუ გამოდიხარ წყობიდან"- კამათი ირაკლი მამალაძესა და გიორგი ფანცულაიას შორის

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მოწმემ, ირაკლი მამალაძემ და მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ იკამათეს.

გიორგი ფანცულაია ე.წ. ციანიდის საქმეზე ამბობს, რომ "ეს არის დადგმული სპექტაკლი", ირაკლი მამალაძე კი გარკვეული პირების როლს ასრულებდა. 

გიორგი ფანცულაიამ ირაკლი მამალაძეს მიმართა, რომ მან სასამართლოზე თქვა, რომ „სამწუხაროდ, დეკანოზმა ჩემგან ციანიდი არ იყიდა“, რის გამოც ირაკლი მამალაძემ ადვოკატი ტყუილში დაადანაშაულა. ირაკლი მამალაძის თქმით, მან თქვა, რომ „სამწუხაროდ, გიორგი მამალაძე სამი დღის განმავლობაში ტელეფონით არ დამკავშირებია“.

„თქვენ პატრიარქის განცხადებებს აყალბებთ, ჩემს განცხადებას რომ აყალბებდეთ, რა პრობლემაა", - მიმართა ირაკლი მამალაძემ ადვოკატ ფანცულაიას.

 

დღის ამბები