18 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
გაუმჭვირვალე პროცესი, წინასწარ შეთანხმებული კანდიდატი - მესამე სექტორში ვასილ მშვენიერაძის დანიშვნას აფასებენ 

თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძის დანიშვნას მესამე სექტორში ეხმაურებიან.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა სავარაუდოდ, წინასწარ იყო შეთანხმებული.

„პროცესი არ იყო გამჭვირვალე და არ ჩანდა ის, რომ პროცესი წარიმართა კონკურენტულ გარემოში და ყველა მოსამართლეს ქონდა თანაბარი შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავისი კანდიდატურა დაესახელებინა სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე,“ - განაცხადა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ბერაიამ

კონკურენტული გარემოს არარსებობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი ოლიკო შერმადინი.

„თვით საბჭოს წევრებსაც კი ამ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, ბიოგრაფიული მონაცემებიც კი არ მიეწოდათ და ასეთ პირობებში წარიმართა კენჭისყრა. არაფერი არ დაშავდებოდა სასამართლო სისტემაში იმით, რომ მოვალეობის შემსრულებლად რამდენიმე თვის განმავლობაში დანიშნულიყო ახალი თავმჯდომარე,“ - განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვასილ მშვენიერაძე აირჩია. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს 13 წევრმა დაუჭირა, 2 წევრი კი წინააღმდეგი წავიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები