მასშტაბური ხანძრები საქართველოს ბაზრობებზე. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში 11 დიდი ხანძარი მოხდა. ამ შემთხვევების გამო ხშირად ისმოდა ბრალდებები კონკრეტული ბიზნესინტერესების და განზრახ გაჩენილი ხანძრის შესახებ. რაც შეეხება გამოძიებას, არცერთი ხანძრის თაობაზე საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის.
2012 წლის 15 ნოემბერი ხანძარი ლილოში - განადგურებულია 450 კვ.მ. ფართობი. ზარალმა ნახევარ მილიონს მიაღწია.
2013 წლის 26 თებერვალი. ხანძარი სავაჭრო ცენტრ საბაში. 5 ათას კვადრატულ მეტრზე 100-ზე მეტი მაღაზია განადგურდა.
2013 წლის 17 ივლისი, ხანძარი თბილისის აკვაპარკში, ხანძარი აქაც ღამით გაჩნდა.
2014 წლის 25 აგვისტო - დაიწვა სენაკის ბაზრობა. განადგურდა 3 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო ფართი. დაზარალდა 250-ზე მეტი ადამიანი.
2014 წლის 16 სექტემბერი, დაიწვა ეგრეთ წოდებული ბოშათა ბაზარი. ცეცხლი 2500 კვ. მეტრზე გავრცელდა. დაიღუპა 3 ადამიანი.
2014 წლის 7 დეკემბერი - ხანძარი ხოფის ბაზრობაზე. დაიწვა 600 კვ მეტრი ფართობი. ცეცხლი გაუჩნდა პიროტექნიკის მაღაზიას.
2015 წლის 21 იანვარი ხანძარი ისნის ბაზრობაზე. განადგურდა 25 მაღაზია.
2015 წლის 4 აგვისტო ხანძარი ელიავას ბაზრობაზე. ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. დაიღუპა 2 ადამიანი.
2016 წლის 2 აგვისტო ხანძარი ზესტაფონის ბაზარში - ე.წ. შავი ბაზარი - 1000 კვადრატული მეტრი ტერიტორია მთლიანად დაიწვა.
2017 წლის 30 იანვარი - ხანძარი „ბავშვთა სამყაროს“ სავაჭრო ცენტრში. შენობა მთლიანად დაიწვა.
2017 წლის 2 ივლისი - ხანძარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე. დაიწვა ავტონაწილების ბაზრობის 2 სექტორი.