18 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ჩხოროწყუში მდინარე ადიდდა - 2 ადგილობრივი წყლიდან გამოყვანას ამ დრომდე ელოდება

ჩხოროწყუში მდინარე ხობისწყალი ადიდდა. მდინარეში წარმოქმნილ კუნძულზე ამ დრომდე 2 ადამიანია მოყოლილი და წყლის დონის მომატების გამო მათი გამოყვანა ვერ ხერხდება.

ადგილობრივების განცხადებით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად წყალი დაგუბდა. დაგუბებული წყლის გათავისუფლებამ ადიდება გამოიწვია. მდინარის კუნძულზე ჩარჩენილი 2 ადამიანი შეშის გამოსატანად იყო შესული, რა დროსაც მდინარე ადიდდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებენ.

ადგილობრივი სამაშველო სამსახური ადგილობრივების მდინარიდან გამოყვანას ვერ ახერხებენ. ადგილობრივები ბათუმიდან სამაშველო ვერტმფრენს ელოდებიან. 

„მდინარის დონემ მოიმატა, სამაშველო ჯგუფი ყველა მობილიზებულია, მაგრამ ფიზიკურად ვერ ახერხებენ მისვლას. ბათუმიდან გამოძახებულია ვერტმფრენი და ვართ ვერტმფრენის მოლოდინში. სხვა საშუალება რაიმე ამათი დახმარების არ არის გარდა ვერტმფრენის,“-განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, გოჩა ჩიქოვანმა.

დღის ამბები