18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
უმცირესობაში ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ერთი პირის დავალებით ჩქარობს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ბონუსების გადანაწილების საკითხი, ბლოკებისა და ბარიერის დაწევის თემა - ეს ის ძირითადი პუნქტებია, რომლებზეც ოპოზიციას მმართველ გუნდთან განხილვები სურს.

„ეს არის, რეალურად, ის მოთხოვნები, რომლებიც აქვს მთელ პოლიტიკურ სპექტრს, მაგრამ მთავარი, რასაკვირველია, არის პროპორციული საარჩევნო სისტემა,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრს, ნიკა რურუას კი არ ესმის, თუ რატომ ჩქარობს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის შეცვლას, როდესაც ჯერ კიდევ ბევრი საკითხზე კონსენსუსია მისაღწევი.

„7 წელია ამ კონსტიტუციით მართავენ. რატომ ეჩქარებათ? ეს არის საკითხი. იმიტომ რომ ასეთი ბრძანება გასცა შუშის კოლბიდან რუსეთში გამდიდრებულმა ოლიგარქმა, ამას არ გავატანინებთ. ქართველი ხალხი არ იტყვის თავის უფლებებზე უარს. ამას მოყვება ძალიან მწვავე და ხანგრძლივი პროტესტი, იმიტომ რომ ამ კონსტიტუციას არ ექნება ლეგიტიმაცია,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები