ბათუმში, 11-12 მარტს მომხდარი მოვლენების გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი განახლდა. ამჯერად სასამართლომ 6 პირის საქმეზე იმსჯელა. საქმეში ახალი მოსამართლე, ლევან გელოვანი ჩაერთო. ადვოკატები საპროცესო შეთანხმებების შესაძლებლობას განიხილავენ, თუმცა, კონკრეტული პირობების სანაცვლოდ. ნაწილი 6-თვიან, ნაწილი კი ერთ-წლიან პატიმრობას ითხოვს.
რამდენიმე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საპროცესო გარიგებას არ თანხმდება. დღეს, სასამართლომ საქმის გამომძიებლებსაც მოუსმინა და 4 მოწმე დაკითხა. ისინი მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრობენ.