მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი, დაკავებული პედაგოგის ოჯახისთვის დაცვის მოთხოვნით, პროკურატურას მიმართავს. ადვოკატის განცხადებით, თურქეთის მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელში ემრე ჩაბუქის ოჯახის მიმართ მუქარის შემცველი ინფორმაციები ვრცელდება.
ემრე ჩაბუქის ცოლი, თუბა ჩაბუქი, აცხადებს, რომ თურქულ მედიაში მათი ოჯახის ირგვლივ დაწერილი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მუქარებმა იმატეს.
ემრე ჩაბუქის ოჯახთან ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე უკვე შედგა გასაუბრება. განცხადების შეტანა, დაკავებულის ოჯახის წევრების, ბავშვებისა და ჩაბუქის მეუღლის მიმართ, გახშირებული მუქარების გამო გადაწყდა.
დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს.