18 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
სახელმწიფოებრივი სკანდალი, სამარცხვინო ფაქტი - ინდოელი ბიზნესმენის ადვოკატი სახელმწიფოს ქმედებას აკრიტიკებს

ინდოელი ბიზნესმენის, აკბარ ქუშერის ადვოკატი, მანანა აფხაძე აცხადებს, რომ ინდოელ ბიზნესმენს არ განუმარტეს კონკრეტული მიზეზი, რატომ არ უშვებენ უკვე მეორედ საქართველოში.

სამართალდამცავებმა ინდოელ ბიზნესმენს უთხრეს, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებდნენ კანონით "მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ" მე-11 პუნქტის ერთ-ერთი ქვეპუნტით, სადაც მიზეზი დაკონკრეტებული არ არის. 

ადვოკატი ასევე პარალელს ავლებს მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტთან, რომელიც საზღვარზე პრობლემების შექმნის გარეშე გამოატარეს.

„მაშინ, როცა ჩვენ ტაშფანდურით ვხვდებით ლუჟკოვს და სხვებს, რომლებიც ჩემს ქვეყანას მცოცავი ანექსიით ჭამენ და მე ამას ვერ ვუყურებ ძალიან დამშვიდებული. აქ არ არის პატარა ინტერესი, ეს არის უკვე მართლა სახელმწიფოებრივი სკანდალი, სამარცხვინო ფაქტი. ეს არის სამარცხვინო ფაქტი და უკვე პოლიტიკურ განცხადებასაც ვაკეთებ, იმის ფონზე, რომ ვიღაცეებს ჩვენ ვატარებთ, რომლებიც ცნობილი არიან თავისი ქმედებებით და არ ვატარებთ პიროვნებას, რომელსაც დანაშაული არ აქვს სახელი დაარქვას საზოგადოებამ,“ - აცხადებს მანანა აფხაძე. 

მანანა აფხაძის დაცვის ქვეშ მყოფი დღეს უკვე მეორედ არ შემოუშვეს სახელმწიფო საზღვარზე. ბიზნესმენი, აკბარ ქუშერი ორი დღის წინ უკან, ინდოეთში გააგზავნეს. თავად ბიზნესმენი ქვეყანაში არ შემოშვებას მის ბიზნეს საქმიანობას უკავშირებს.

დღის ამბები