18 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
"ხელისუფლება არ არის სუფთა ამ საქმეში" - სამოქალაქო სექტორი მუხთარლის საქმეზე პრემიერთან შეხვედრას ითხოვს 

არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები პრემიერის პასუხის მოლოდინში - სამოქალაქო საზოგადოება აფგან მუხთარლის საქმეზე გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას უკვე რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ითხოვს. მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქმეზე არა ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

სამოქალაქო სექტორი საქმეში მტკიცებულებების სახით არსებული ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებას და მომხდარის სწრაფ გამოძიებას ითხოვენ.

არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში, საკუთარი დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობს.

„არც პრემიერი გამოგვეხმაურა ჯგუფს ჟურნალისტების და ჩვენ ვერც ვიდეო კამერები ვნახეთ, ვერც რაიმე სიახლე ვნახეთ ამ სისხლის სამართლის გამოძიებიდან. პირიქით, ერთადერთი რაც ცალსახად ვნახეთ, ეს იყო ის, რომ ხელისუფლება დაკავებული იყო კვალის წაშლით. ხელისუფლება არ არის სუფთა ამ საქმეში, ჩართულია და ამის დაფარვის მცდელობაა ჩემთვის ეს ყველაფერი,“ - განაცხადა "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" წევრმა ნინო ზურიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები