თბილისის საჯარო ბაგა ბაღებში დღეიდან რეგისტრაცია დაიწყება. სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე სპეციალური ფორმების შევსების საშუალება მშობლებს დღის პირველი საათიდან ექნებათ.
უწყების განმარტებით, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან სოციალურად დაუცველ ოჯახების ბავშვები. ასევე 2015 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები და იმ ოჯახების პატარები, რომელთა და-ძმები საბავშვო ბაღებში უკვე დადიან.
დანარჩენი ბავშვების რეგისტრაციის პროცესი 14 ივლისს დაიწყება.