თბილისში გადაუღებელ წვიმას კონკრეტულ ადგილებზე მცირე პრობლემები მოჰყვა. "კურიერის" ინფორმაციით, შეზღუდვებია დაწესებული საავტომობილო მიმოსვლაზე ყოფილი "იპოდრომის" მიმდებარედ.
ადიდებული წყლის მასის გამო, გზის ერთი მონაკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაიკეტა. დედაქალაქის დანარჩენ ტერიტორიაზე ამ დროისთვის შეზღუდვები არ მოქმედებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით წვიმა მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.